Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

გავიარე ინტელის ტრენინგი პროექტებით სწავლების შესახებ. ტრენინგი ჩემთვის იყო ნაყოფიერი.შევისწავლე სასწავლო პროექტის მომზადება ეტაპობრივად, მისი შემადგენელი ნაწილები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო სამუშაოს გაწევა მოსწავლეებთან ერთად. იმედი მაქვს, ამ ცოდნის გამოყენებით დაგეგმილი მუშაობა საინტერესო იქნება ბავშვებისათვის. ვფიქრობ, საგანი მომცემს საშუალებას წელიწადში ერთი პროექტი მაინც  განვახორციელო თითოეულ კლასში.

Thursday, July 7, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში. განვიხილეთშეფასების სტრატეგიები.ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითშეფასების,ურთიერთშეფასებისა და მასწავლებლის მიერ მათი შეფასების შესახებ.

Monday, July 4, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენება, პრეზენტაციების შექმნა და ბლოგზე განთავსება, ბლოგზე პრეზენტაციის მიბმა, ჩაშენება, ბლოგისთვის გვერდების დამატება, ბლოგის დიზაინის შეცვლა.შევიტანეთ პროექტის გეგმაში საჭირო ცვლილებები.
მოდით ვიმოგზაუროთ
პრეზენტაცია მოდით ვიმოგზაუროთ

Friday, July 1, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია.
ვისწავლეთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების წესები, კერძოდ,განვიხილეთსაავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები; გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებიც გამოიყენება კვლევაში,კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში. დავათვალიერეთ სპეციალიზებული საძიებო სისტემები; გავეცანით ონლაინ საკომუნიკაციო რესურსებს, ვიმუშავეთ ელფოსტაში; გავეცანით ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებას.

Wednesday, June 29, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია



დასაწყისში მიმოვიხილეთ მესამე დღეს გავლილი მასალა. შემდეგ გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. ვისწავლეთ,თუ როგორ დავგეგმოთ მოსწავლეთა შეფასება პროექტის დასაწყისსი, პროექტზე მუშაობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ. დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები.დავათვალიერეთ პრეზენტაციის შაბლონები.ბოლოს მოგვეცა სასინაო დავალება.

Sunday, June 26, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. მოვიძიეთ ესგ საგნობრივი სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარების მოთხოვნები. შევიმუშავეთ პროექტის საფუძვლები; დავსახეთ პროექტის მიზნები; შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები.დავწერეთ მესამე დღის რეფლექსია.

Saturday, June 25, 2016

მეორე დღის რეფლექსია

   
გავეცანით  ერთმანეთს. გავეცანით მოდულებს:პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა.
გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეთაშემოქმედებითი უნარების წახალისებასა და უკეთესი შედეგების  მიღწევაში. გადავხედეთ რესურსებს.ვნახეთ სხვების შექმნილი რესურსები და დავიწყეთ მუშაობა საკუთარ პროექტზე.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ განვლილი დღეების რეფლექსია.