Wednesday, July 17, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება: „როგორი  კინო  მოგვწონს?"

პროექტის  მთავარი  იდეა (თემა):გემოვნების  ჩამოყალიბება,  კინოპროდუქციის  ნაკადში  სწორად  ორიენტირება.

პროექტის  აქტუალობა: დღეისათვის  კინოინდუსტრია  უშვებს  უამრავ  ნამუშევარს,  რომელთა  შორის  ბევრია  ღირებული,  მაგრამ  ბევრი  ისეთია,  რომ  არავითარ  ღირებულებას  არ  წარმოადგენს. ამიტომ  საჭიროა  კარგი  ინფორმირებულობა, რათა  სწორი  არჩევანი  გავაკეთოთ 

პროექტის  მიზნები: მოიძიონ  რაც  შეიძლება  მეტი  ინფორმაცია  ზოგადად  კინოს  შესახებ,  აგრეთვე  კლასიკად  ქცეულ  ნამუშევრებზე ,  ცნობილ  რეჟისორებზე,  მსახიობებზე, რათა  შეძლონ  სწორად  ორიენტირება  კინოპროდუქციის  ნაკადში,  ჩამოუყალიბდეთ  გემოვნება,  შეძლონ  გაარჩიონ  ღირებული  არაღირებულისაგან.
ჩარლი ჩაპლინი

მონაწილეთა  ასაკი:  მე-10  კლასი, 15-16 წელი.  ს-4 დონე.

ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა,  14 დღე
.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:შეიქმნება  სარეკლამო  პლაკატი,  მინი-კატალოგი ჟანრების  მიხედვით, მოძიებულ  და  დამუშავებულ  ინფორმაციას  განვათავსებთ  პროექტის  ბლოგზე.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:კალმისტარი, ფანქარი, ფურცლები, კომპიუტერი, პრინტერი, ფოტოკამერა.

პროექტის  მსვლელობა:1.ანკეტური  გამოკითხვა:ვის  რომელი  ჟანრი  მოსწონთ?

2ამ  ჟანრის  რომელი  ფილმი  უნახავთ?

3.ჯგუფებად  დაყოფა  ინტერესების  მიხედვით.

4.დავალებების  განაწილება.

5.მასალების  მოძიება  და  საბოლოო  პროდუქტზე  მუშაობა  მასწავლებლის  მეთვალყურეობით.

6.პრეზენტაცია.

7.კატალოგის  შექმნა
.
8.ბლოგზე  ნამუშევრების  განთავსება.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნება;  ქართული  ენა  და  ლიტერატურა;  ისტ-ი;  ისტორია.
მიმართულება აუდირება:ს-4---1,4.
მიმართულება  კითხვა:ს-4---5,6,10,11.
მიმართულება  წერა: ს-4---12,13,14,15.
მიმართულება  ლაპარაკი:ს-4---16,17,18,19,20.
მიმართულება კულტურათა  დიალოგი: ს-4---21,22,23.
მიმართულება  სწავლის  სწავლა: ს-4---25,26,27.28,29.

პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ვარვალა  მარუაშვილი.

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: varvalamaruashvili@gmail.com

პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:varvala.blogspot.com